Besik Kharanauli (ბესიკ ხარანაული)
[ყინვის]
语言: 格鲁吉亚文
翻译:
德文 ([Weiße Windhunde]), 荷兰文 (Witte windhonden)
[ყინვის]
ყინვის, თოვლ-ქარის
თეთრმა მწევრებმა
გადაირბინეს ბევრი მინდორი
და გადაპარსეს
ბევრი მთა და ბევრი გორაკი
და მრავალ ქალაქს
აჰგლიჯეს ქალა,
ყინვის, თოვლ-ქარის
თეთრმა მწევრებმა...
და სოფლის ბოლოს ჩემი სახლი
თრთის კურღელივით