Besik Kharanauli (ბესიკ ხარანაული)
ყარყატი
语言: 格鲁吉亚文
翻译:
德文 (Der Storch), 荷兰文 (De ooievaar)
ყარყატი
ლოგინზე
პირქვე რომ დავეგდები
და სახეს რომ
ბალიშში ჩავრგავ
და ხელებს რომ
გვერდზე დავიყრი,
იცი,
რას ვბაძავ?
ყარყატსა ვბაძავ,
ჩემო კარგო,
მონადირემ რომ ჩამოაგდო
ჩემს ბავშვობაში.
ასე დაასკდა იგი მიწას
ტანმოწყვეტილი,
ასე წარგო თავი
წვიმაგამჯდარ ნახნავში,
ასე დაყარა ფრთები,
ასე დალია სული.