Lia Sturua (ლია სტურუა )
მეთორმეტე სართული
Язык: грузинский
Переводы:
английский (The Twelfth Floor)
მეთორმეტე სართული
ზამთარი მოდის,
ჩონჩხი გამომიჩნდა.
მრავალსართულიანი ხერხემალი
მთელ ოჯახებს ჩეკავს.
ნეკნები მტკივა...
გზადაგზა, გადასახადივით ვკრეფ ურთიერთობებს.
ნატურით ვიხდი,
მათი დანა, ჩემი - კისერი.
ადრენალინი სისხლზე მეტი,
მშიერ კუჭზე ღმერთთან შეხვედრა,
პურის და თევზის ლანდების ქროლვა,
მაგიდას ასცდნენ- რაღა გაასაგნებს?
შევდივარ სახლში
და მჟავე სუნიან ჰაერს ვეუბნები:
ჩემო არავინ, როგორ დავიღალე.