Dato Magradze (დათო მაღრაძე)
დათო მაღრაძე გრიფით საიდუმლო
língua: georgiano
Traduções :
alemão (Als „Streng Geheim” gekennzeichnet)
დათო მაღრაძე გრიფით საიდუმლო
გმირი ვიყავი რადგანაც ლექსის,
არა მოწმე და არა ავტორი,
ავამღვრიე და ფსკერამდე შევსვი
დინება ჩუმი, მშვიდი და მდორე.
ოთახის კაცებს ოთახის მტვერი
უსაფრთხოების ჰგვრიდათ სიამეს,
ერთფეროვნებას დავარქვი მტერი
და ბარიერთან დავაზიანე.
რაც რამე ხდება ამ ახალ წიგნში, -
ყველა ამბავი, იცოდე, მე ვარ,
მქონდა ცხოვრების აცდენის შიში,
რომელიც ყველა კრებულში შევა.