Bela Chekurishvili (ბელა ჩეკურიშვილი)
სუფრა მთის კალთაზე
língua: georgiano
Traduções :
alemão (Picknick am Berg)
სუფრა მთის კალთაზე
როგორც კალია ბალახებში
და ბალახებიც
ზაფხულის მზე რომ გათანგავს და დაბანგავს სიცხით,
ვსხედვართ
და უკვე აღარც გვჯერა, დრო თუ არსებობს
გზის პირას,
მთას რომ გარს ეხვევა ჭრელი გველივით
და ვფიქრობთ, აი,
მთასთან ერთად მოგვახრჩობს და
თუ არ ჩაგვყლაპა
უფსკრულში გვისვრის,
მთის ბილიკზე ჩამორბის კაცი.
ცალ მხარზე რომ ჰკიდია ფუთა,
იმ ფუთიდან პურები უჩანს,
ჰეი, ჰეიო, მანდ ვინა ხართ ? - შორიდან ისმის.
მერე პირდაპირ ბალახებში გაგვიფენს სუფრას,
ღვინოს კი ხარის რქაში გვისხამს
(ოქროსფერს, ცივცივს)
რომ დაგვაპუროს,
რომ გზამ ვეღარ მოგვახრჩოს და
აღარც გვეგონოს,
თუ არ ჩაგვყლაპა, უფსკრულში გვისვრის.