Lia Sturua

georgiano

 

*** [გაყინული ქუჩა ლურსმნებზე მატარებს]

გაყინული ქუჩა ლურსმნებზე მატარებს
ალესილი პირები ჩემკენ,
ქუდები მიწაში.
უკვე ფანჯრიდან მეშინია,
გარიგებას ვდებ ტელევიზორთან,
რამდენიმე დიქტორი ჭინჭარივით ამომდის ყელში
და ბოლოს ჩემსავით იწყებენ ლაპარაკს.
ემოცია ენის წვერზე,
ფილოლოგიის ფაკულტეტი ზურგს უკან.
ყველაფერს რომ სახლში ვტოვებ,
უფრო იოლად გავდივარ გარეთ.
ლურსმნიანი ქუჩა
კატის ზურგივით იღუნება,
რბილი, შიგნიდან სითბომიცემული,
ვიღას ვახსოვარ,
ნუთუ საფლავიდანაც შეიძლება ხელის ამოყოფა,
როგორც საბნიდან?

© ლია სტურუა / Lia Sturua
Producción de Audio: Haus für Poesie / 2016