Истины

Я хочу рассказать тебе простые истины,
Открыть тебе важные вещи.
Всегда открывай двери, входи в лифты,
Поднимайся на этажи, проходи по коридорам.
Всегда садись в машины, заводи двигатель,
Если зима, подожди, пока он прогреется.
Всегда трать деньги, но понемногу
И только изредка трать все, что под рукой.
Летом будет лето, осенью будет осень,
Не тушуйся, не делай ничего, от чего тебе тошно.
Девочки станут девушками, а потом ты заметишь
Их, переходящих улицу за руку с малышами.
Мужчины будут хмуро прикидывать возможности,
А потом действовать по обстановке и часто ошибаться.
Правительства созданы, чтобы падать,
Корабли – чтобы проплывать под мостами.
Но тем не менее огни на том берегу реки
Никогда, представь себе, никогда не погаснут.
А если они всё-таки прекратятся, собери сумку,
Не бери лишнего и покинь город как можно скорее.
Приедешь в новое место, осмотрись, прислонись к дереву,
Можешь закурить, если куришь, постоять, подумать.
Видишь, и здесь пьют вечером чай, а по утрам кофе,
Ругают мэра, ждут перемен к лучшему.
А если есть река, и на той стороне видны огни –
Значит, есть за что зацепиться.

© Sergej Timofejev
Producción de Audio: Haus für Poesie, 2019

ჭეშმარიტებები

მე მინდა გითხრა მარტივი ჭეშმარიტებები,
გაგიმხილო მნიშვნელოვანი ამბები.
ყოველთვის გააღე კარები, შედი ლიფტში,
ადი სართულებზე, გაიარე დერეფნები.
ყოველთვის ჩაჯექი მანქანებში, ჩართე ძრავა,
თუ ზამთარია, დაელოდე, სანამ გახურდება.
მუდამ ხარჯე ფული, მაგრამ ცოტ-ცოტა,
და მხოლოდ იშვიათად დახარჯე მთლიანად.
ზაფხულში იქნება ზაფხული, შემოდგომაზე – შემოდგომა,
ნუ აიმრიზები, ნუ გააკეთებ იმას, რაც არ გსიამოვნებს,
გოგონები გახდებიან ქალები, და მერეღა შეამჩნევ მათ, როცა
ბავშვებთან ერთად ხელჩაკიდებულნი ქუჩას გადაჭრიან,
კაცები შუბლშეჭმუხვნით გათვლიან შესაძლებლობებს,
მერე კი ვითარების მიხედვით იმოქმედებენ და
ხშირად დაუშვებენ შეცდომებს. მთავრობები არსებობენ,
რომ დაეცნენ, გემები – ხიდებქვეშ რომ გაცურონ.
მიუხედავად ამისა, სინათლე მეორე ნაპირზე,
არასდროს, წარმოიდგინე, არასდროს ჩაქრება. და თუკი
მაინც გამოირთო, ჩაალაგე ჩანთა, ზედმეტი
არაფერი წაიღო და რაც შეიძლება სწრაფად დატოვე ქალაქი.
როცა მიხვალ ახალ ადგილას, მიმოიხედე, ხეს მიეყუდე,
თუკი ეწევი, მოწიე, დადექი, იფიქრე.
ხედავ, აქაც სვამენ საღამოობით ჩაის და დილაობით – ყავას,
ლანძღავენ მერს, ელოდებიან ცვლილებებს უკეთესობისკენ.
და თუკი არის მდინარე, რომლის იქით მოჩანს
სინათლე, – ესე იგი, არსებობს რაღაც ხელმოსაჭიდი.

თარგმანი რუსულიდან ნენე გიორგაძე.
სერგეი ტიმოფეევი. მოკლე და მტკიცე პაუზები — თბილისი: ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო, 2019.