Её нефть

Из коленных чашечек у неё идёт нефть,
Колени сочатся нефтью.
В хороший день можно набрать
Полулитровую банку,
Если водить её краешком по коже,
Цепляя маслянистые капли.
И что с этим делать?
Врачи только собирают консилиумы,
Хорошо хоть не раструбили журналистам.
Родные уже привыкли к тому,
Что она ходит всё время в чёрных тугих
Лосинах со специальными уплотнениями
На коленях, впитывающими всё новые капли.
Нефть – это её повседневность,
Она даже отслеживает курс на неё,
Колебания рынка, как чей-то пульс,
Чуть лихорадочный, переменный, живой,
Непонятный. В последнее время
Она чувствует себя целой
Нефтедобывающей страной.
Государством, уверенным в своём смысле.
Смотрите, как она переходит улицу,
Как смеётся, как делает покупки.
Ничего, что от нефти она избавляется
В ванной, снова и снова смывая тяжёлые
Чёрные капли. У неё в этой жизни
Есть нефть. А что есть у вас?

© Sergej Timofejev
Producción de Audio: Haus für Poesie, 2019

მისი ნავთობი

ქალის მუხლების ფიალებიდან
შეუჩერებლად მოწვეთავს ნავთი,
ნავთობითაა გაჟღენთილი მისი მუხლები.
იღბლიან დღეს შეიძლება
ნახევარი ლიტრიც აავსო
თუ კანზე ფრთილად შეხებისას
წებოვან წვეთებს ქილას შეუდგამ.                        
რითი უნდა უშველო ამას?
ექიმები ხშირად მართავენ კონსილიუმებს,
კიდევ კარგი, ჟურნალისტები რომ არსად ჩანან.
ახლობლები დიდი ხანია, მიეჩვივნენ,
რომ იგი დადის შავ, მოტმასნილ ტყავის შარვალში,
მუხლებისათვის სპეციალური მკვრივი სარჩულით
ახალ წვეთებს რომ შეისრუტავს.
ქალის ყოველდღიურობა არის ნავთობი,
ის კი არადა, თვალს ადევნებს
მასზე კურსის ცვალებადობას
და მერყევ ბაზარს, როგორც ვიღაცის მაჯისცემას -
არათანაბარს, დაძაბულს, მფეთქავს, გაუგებარს.
ბოლო ხანებში ისეთი გრძნობა ეუფლება,
თითქოს ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა იყოს,
თავის ძალებში დარწმუნებული სახელმწიფო.
ნახეთ, როგორ გადაჭრის ქუჩას, როგორ იცინის,
როგორ დადის აბრჭყვიალებულ მაღაზიებში.
მერე რა, რომ აბაზანაში ისევ და ისევ იშორებს
ბლანტ და უშავეს წვეთებს. ამ ცხოვრებაში მას აქვს
ნავთობი. აი, თქვენ კი, გაბადიათ რამე საბადო?

თარგმანი რუსულიდან ნენე გიორგაძე.
სერგეი ტიმოფეევი. მოკლე და მტკიცე პაუზები — თბილისი: ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო, 2019.