Diana Anfimiadi (დიანა ანფიმიადი)
არავის ველი
Idioma: georgiano
Traducciones:
inglés (For nobody I’m waiting. . .), alemán (Ich warte auf niemanden)
არავის ველი
არავის ველი . . .
საბნად ვიფარებ თბილ ქუთუთოებს –
არარსებული მხეცის ტყავებს,
და ჩემი ყურის ნიჟარები
დუმილის ზღვასთან ფრთხილად დავაწყვე,
არავის ველი.
მე ხომ ნივთებიც არ მეკუთვნიან,
მხოლოდ გამლღვალ კონტურებს ვხედავ,
არავის ველი .
. .
და არაფრის თევზებსღა ვწვავ თვლემის ტაფაზე
და როგორც კევას, ფიქრში ვღეჭავ სიტუაციებს,
შემთხვევით რომ არ მივაღეჭო ჩემივე ენა.
იმ ღამით, ჩემი ხერხემალის მივიდგი კიბე
და ბოლოს მთვარის მოსაწყვეტად რომ ავიწიე,
თქვენ ისევ სცადეთ ,
შეგეჭვრიტათ ჩემი კაბის ქვეშ.
არავის ველი..