Besik Kharanauli (ბესიკ ხარანაული)
ჯოხი
Idioma: georgiano
Traducciones:
alemán (Der Stock), neerlandés (De stok)
ჯოხი
ჯოხი დავკარგე თავმკვდარმა,
კოხტად გაშლილი შინდიო,
სანამ ის ხელში მეჭირა,
არაფრის მქონდა რიდიო,
მისაწვდენს - მიევეწვდებოდი
მოსწვდენს - მოვიწვდიდიო,
შავ-შუაღამე გზაზედა
თამამად გავივლიდიო...
ივრის პირებში გავწირე,
მთვრალი რომ ჩამოვჯდიოდი,
ჯინჭველაები ჩქროლავდნენ,
წყალზე გავუდე ხიდიო.