Experience After Blake

ვარდი,
ხელში რომ ჩაგაჭკნება
და ვარაუდობ,
დრო გაქროლდა,
მაგრამ შეთავაზებებმა
ამოხადა მას მხოლოდ სული.

აფსუს, ვარდნო ნათელფურცლოვანნო.
უხეირო შემთავაზებელთა ხელში.

აფსუს, უხეირო შემთავაზებელნო,
ხელგაშვერილ ქანდაკებებად დამდგარნო.

აფსუს, ძალავ,
ვარდის ჭკნობად ტოტებს რომ ბღუჯავ.

© შოთა იათაშვილი / Shota Iatashvili
Audioproduktion: G. Leonidze State Museum of Georgian Literature