Lia Sturua

georgisch

 

*** [მთელი ღამე ბამბის ფეხებზე]

მთელი ღამე ბამბის ფეხებზე,
დილას მათი ამპუტაცია.
ფანჯრის ხეები, მაცივრიდან ამოღებული,
კალასები და კარუზოები
იმავე მაცივრიდან.
სი ბემოლის შაქარყინული...
მისი ხელი, საბნიდან ამოყოფილი,
ხალიჩაზე მტვერი რომ აგორდება,
სიზარმაცის წიწილებივით,
ისეთი შინაური...
მასზე ვიყავი დამოკიდებული,
მაინც წავიდა, სულ ბოლოს
პურზე სისხლს მისვამდა
და მაჭმევდა,
ნაწლავებით ვგრძნობდი სიმართლეს,
იქიდან ვკივი,
სი ბემოლის წვეროზე ვდგავარ,
ღმერთო, მოუგრიხე კისერი
კობალტს და კინოვარს!
გადაფარე შავი მიწა, თეთრი სუდარა!

© ლია სტურუა / Lia Sturua
Audioproduktion: Haus für Poesie / 2016