Anna Zolotareva
russisch
მეგობრობა
როცა ჩემი მეგობარი კეთროვანი ხდება,
ერთი დღით ვივიწყებ ყველა საქმეს,
მივდივარ ლეპროზორიუმთან,
ფანჯარაზე ვაკაკუნებ და მერე ჩვენ
ოდესღაცგაწმენდილი შუშის ბურუსში
ერთმანეთს შევცქერით
დიდხანს და ხარბად.
გამომშვიდობებისას
მომუჭულ მუშტებს ვშლით და
ხელისგულებით ფანჯრის მინას ვაწვებით
საკუთარი სივრცეებიდან.
და ჩვენი ხელისგულები
ერთმანეთს ეხება
ასე.
მეგობარი იღიმება და
ამ ღიმილით მანიშნებს, რომ
არ მოითხოვს ამაზე მეტს ჩემგან,
მაგრამ არც ამაზე ნაკლებს დათანხმდებოდა.
აი, მაშინ, ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვართ.
Audioproduktion: G. Leonidze State Museum of Georgian Literature
Дружба
Мой друг – прокаженный.
На целый день отложив все дела
Иду к лепрозорию
Стучу в окно его и мы
Сквозь давно немытое мутное стекло
Разглядываем друг друга
Долго и ненасытно.
Прощаясь
Разжимаем кулаки и
Вдавливаем ладони в стекло окна –
Каждый из своего мира.
Наши руки
Соприкасаются.
Мой друг улыбается мне,
Улыбается чтоб показать –
Что не требует от меня большего,
А на меньшее не согласится.
Вот - настоящая дружба.