Dato Magradze (დათო მაღრაძე)
[- არა, ანდერძი ის არ არის]
Sprache: georgisch
Übersetzungen:
deutsch ([- Nein, ein Testament ist nicht das])
[- არა, ანდერძი ის არ არის]
- არა, ანდერძი ის არ არის
რასაც მოჩხლართავ
სიკვდილის წინ
ცოტა ხნით ადრე.
როცა საწოლში სიკვდილი გიმძიმს,
როცა დაიწყებს სიცოცხლე ციმციმს
როცა ილევა შენი პიესა
ქვემოთ დაძრული ფარდის ვირუსით
და ვიდრე მოვა თავად იესო,
წინ გამოუსწრებს ნოტარიუსი.
მას შემოჰყვება ოთახში პადრე...
- არა, ანდერძი ის არ არის
რასაც მოჩხლართავ სიკვდილის წინ
ცოტა ხნით ადრე.
სახის ბზარებით იწერება შენი ანდერძი,
ბზარის ზარებით იწერება შენი ანდერძი,
არდაზარებით იწერება შენი ანდერძი
- სულს ვის უტოვებ
და ბარდებზე სხეულს გაძენძილს?...
ყოველი წუთი -
სტრიქონია შენი ანდერძის.