Maya Sarishvili (მაია სარიშვილი)
[გესმის ქოშინი?]
اللغة: الجورجية
الترجمات:
الانجليزية ([Do you hear the shallow breaths?])
[გესმის ქოშინი?]
გესმის ქოშინი?
აქ ჩემს ოთახს თავის ღამე ჰყავს _
მოახლესავით _
რომ დაბერდა და ვერ უვლის ნივთებს,
ხოლო სიმწრით გამოზრდილი მოჩვენებები
უკვე პირში დასცინიან, ვერ იმორჩილებს.
ფარდაც ვერ იჭერს _
ფანჯრებიდან შემოდის შუქი _
ნეონის მახვილ სხივებზეა
აცმული ძილი _
ციმციმა აბრებს
სიტყვებიდან გამოაქვთ სისხლი _
და მეცოდება ასოები _ მუნჯი ტყვეები,
რომ ჩაამწკრივეს და აკივლეს გათენებამდე.
შავ ბამბაშია შეფუთული რძით სავსე ჭიქა.
რაც არ იმსხვრევა _ ტელეფონის ბლოკნოტიც კი
შავ ბამბაშია _
და იქ ანბანის სულელური რაღაც წესრიგით,
გამოგონილი მეგობრები მიქნევენ ხელებს.