Besik Kharanauli
Dieses Gedicht liegt in folgenden Übersetzungen vor:
Berührung (Deutsch)
შეხება
როგორც კი პოეზიას შევეხები, ყოველგვარი ჩრდილი მომშორდება, ყოველგვარი ანახვეტი ცხოვრებისა. და მე ვხდები ისე უსუსური და ისეთი ძლიერი შორეული ფესვებით... და ვამბობ, მაშინ რაღად გავურბივარ? აკი ვერასოდეს სხვას ვერაფერს ვერ დავეყრდენი, ვერ ვინაბრე, ვერ ვიიმედე...


