deutsch | english | français | slovenščina | العربية
home
Besik  Kharanauli

Besik Kharanauli

Gegenwartslyrik
Georgisch

Sodobna poezijaGruzija Homepage

Besik Kharanauli

Audio 

Dieses Gedicht liegt in folgenden Übersetzungen vor:

Wo nur sind die Kinder denn, Kinder hab ich nicht gesehn… (Deutsch)

სად არიან შვილები, შვილები არ არიან...

სად არიან შვილები, შვილები სად არიან,
გავალ გავიხედები, არ არიან, ქარია.
სად არიან შვილები, მე რომ მოგაბარეა,
გავალ, ავეძრახები, არ არიან, ქარია.
საქართველო აქროლდა, ვით ფოთლებში ბარია,
სად არიან შვილები, ქარია, არ არიან.
სად არიან ვეფხვები, ლერწმიანში არიან,
ლერწმიანში ქარია, ვეფხვები არ არიან.
ჩემი მკვდარი კი არა, შენი პატიმარია,
მიველ, ციხე გავტეხე, არ არიან ქარია
გოგო, ბიჭი გიყვარდა, თქმა ვერ მოასწარია,
გზაზე გამოეკიდე, არ არიან ქარია.
ეშმაკს ერქვას სახელად, ვინც მე ხელი დამრია,
სად არიან შვილები,შვილები სად არიან.
იმათ სახელობაზე ხე მაინც ახარეა,
იმ ხესაც ხომ შენ დასწვავ, შენი მოსახმარია,
საქართველო, მითხარი, ნუთუ მხოლოდ ქარია, 
სად არიან შვილები, შვილები სად არიან
გავალ გავიხედები არ არიან, ქარია
საყელოზე მოგწვდები, შვილები სად არიან,
არ არიან შვილები, საქართველო ქარია,
ქარია საქართველო, შვილები არ არიან,
დღე არი, არ არიან, ღამეა, არ არიან,
ქარია, არ არიან, არ არიან, ქარია.

Top

© Besik Kharanauli

Audioproduktion: 2005 Giorgi Darsalia, Parnassus