Sviad  Ratiani

Sviad Ratiani

Contemporary Poetry
Georgian

Homepage

Sviad Ratiani

Audio 

You can read this poem in the following translations:

Rasieren (German)

პარსვა

                                               საკუთარ სახეს სარკეში

ნუ გეშინია:
მე ვერასდროს ამოვიცნობ 
ჩემს სახეს შენში.

სისხლის წვეთი,
საპნის ქაფზე რომ მსხვილდება თანდათანობით,
ჩვენ ვერასდროს შეგვაერთებს,
ნუ გეშინია.

ნუ გეშინია:
მე ვერასდროს გადმოვლახავ შენს გლუვ ზედაპირს
და ვერც აქეთ გამოგიხმობ;
ვერც მეხსომები.

მე არასოდეს არ შევიმჩნევ შენს შეცდომებს -
ვიდრე ღიმილს ამაყოლებ, ჯერ რომ იბნევი.

ნუ გეშინია:
მე და შენ ერთად არ დავბერდებით.

Top

© Sviad Ratiani

Audio production: 2005 Giorgi Darsalia, Parnassus