Besik Kharanauli
You can read this poem in the following translations:
De stok (Dutch)
Der Stock (German)
ჯოხი
ჯოხი დავკარგე თავმკვდარმა, კოხტად გაშლილი შინდიო, სანამ ის ხელში მეჭირა, არაფრის მქონდა რიდიო, მისაწვდენს - მიევეწვდებოდი მოსწვდენს - მოვიწვდიდიო, შავ-შუაღამე გზაზედა თამამად გავივლიდიო... ივრის პირებში გავწირე, მთვრალი რომ ჩამოვჯდიოდი, ჯინჭველაები ჩქროლავდნენ, წყალზე გავუდე ხიდიო.



