Dato Magradze
Dieses Gedicht liegt in folgenden Übersetzungen vor:
„Amarcord” auf Pikris-Gora1 (Deutsch)
ამარკორდი ფიქრის გორაზე
ანუ სალამი ყველას და ტონინო გუერას
უცვლელად, ხელი არ ახლეს სცენარის წვრილმანს უდიდესს, - ანიშნებს გრაფის სასახლეს, კესონურ ჭერზე უთითებს. ჭერის ლაქები ნაქები ბოთლის შადრევნის ქაფია, მახსოვს გრაფების ნაგები სასახლის ბიოგრაფია. ...თბილისის ფერისცვალება რა პინას ავაწონინო, მისკენ ყელგაწვდილ ქალების განცდით ნათქვამი: - ტონინო... მიტოვებული ნაპირის პროვინციული ამბავი, და გემის კვალის რაპირის ჭრილობა დაუსტამბავი... მომიწევს, მუზის მსახური როცა გასცურავს ტონინო, ნაპირის სევდა კახურის ტანინით გავატანინო.



